აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს რუსეთიდან იარაღის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესოს
ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამდე აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს რუსეთიდან იარაღის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესოს.
„თუ თურქეთი არ იტყვის უარს რუსეთისგან „ეს 400-ის“ შესყიდვაზე, სავარადუდოდ ანკარის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა. მისი თქმით, ნატოში რუსული იარაღისთვის ადგილი არ არის.
შეგახსენებთ ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს უნდა გაიმართოს.