აშშ-მა ერაყსა და სირიაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიში განახორციელა

00:27, 30.12.2019

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიში განახორციელა. იერიშის სამიზნე „ქატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საცავები იყო.

ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია დაჯგუფების 18 მებრძოლი, 50 კი დაჭრილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი ცოტა ხნის წინ კირკუკში, ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

მსგავსი