აშშ-მა ერაყსა და სირიაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიში განახორციელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიში განახორციელა. იერიშის სამიზნე „ქატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საცავები იყო.
ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია დაჯგუფების 18 მებრძოლი, 50 კი დაჭრილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი ცოტა ხნის წინ კირკუკში, ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.