ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, „შავ სიას“ დაემატა სამი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი, მათ შორის ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი თანაშემწე.
ჩრდილოკორეელ მაღალჩინოსნებს აშშ-მა შეზღუდვები ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციები არის ჩრდილოეთ კორეის მიერ აშშ-ის მოქალაქე ოტო ვარმბიერისადმი სასტიკი მოპყრობის შეხსენება.
ვარმბიერი ამერიკელი სტუდენტი იყო, რომელიც 2017 წლის ივნისში გარდაიცვალა ჩრდილოეთ კორეაში 17-თვიანი ტყვეობის შედეგად.