ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნულია, სანქციები დაუწესდა „როსგვარდიის“ ხელმძღვანელ ვიქტორ ზოლოტოვს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორ დმიტრი შუგაევს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორ ალექსანდრ მიხეევს და რუსეთის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს, მათ შორის ინგუშეთის ყოფილ პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი პირების ქონება დაუყადაღდება. აღნიშნულ პირებთან და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველა სახის ტრანზაქცია აიკრძალება.