აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ დონალდ ტრამპის თანაგუნდელების სარჩელი არ დააკმაყოფილა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ დონალდ ტრამპის თანაგუნდელების სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი თანაგუნდელების სარჩელი პენსილვანიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპის თანაგუნდელები ფოსტით მიღებული 2,5 მილიონამდე ბიულეტინის ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ.

„ეს არჩევნები დასრულებულია. ჩვენ უნდა შეწყვიტოთ სასამართლო დავების ეს ცირკი და გავაგრძელოთ წინსვლა“, – დაწერა „ტვიტერში“ პენსილვანიის შტატის მთავარმა პროკურორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ.

პენსილვანია, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის 20 ხმას ფლობს, ერთ-ერთ მერყევ შტატად ითვლებოდა. შტატის ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი დაამტკიცა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე მერყევ შტატში დამარცხებას არ აღიარებს. მისი საარჩევნო შტაბი და იურისტების გუნდი სასამართლო დავას განაგრძობენ.