აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - რუსეთი არაერთი ქვეყნის არჩევნებში ერეოდა, ბელარუსიდან ზიმბაბვემდე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - რუსეთი არაერთი ქვეყნის არჩევნებში ერეოდა, ბელარუსიდან ზიმბაბვემდე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთს აფრთხილებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შემთხვევაში, ვაშინგტონი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთი აშშ-ის გარდა კიდევ არაერთი სახელმწიფოს არჩევნებში ერევა.

„მე არაერთხელ განვაცხადე და ეს პირადად ვუთხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე – ჩვენს არჩევნებში ჩარევა მიუღებელია. ტრამპის ადმინისტრაცია მუდამ იმუშავებს, რომ არჩევნები დაცული იყოს. წერტილი! თუ რუსეთი ან ნებისმიერი ქვეყანა შეეცდება დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს. რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მხოლოდ აშშ-ში არ ხდება. რუსეთი ცდილობს, გააღვივოს უთანხმოება და უნდობლობა დათესოს ბევრი ქვეყნის მოქალაქეებში, ბელარუსიდან ზიმბაბვემდე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დატოვე კომენტარი