აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიები მთელ მსოფლიოში დაცარიელდა, დღეს სამყაროს მორწმუნეთა რწმენა ავსებს. დაე, თქვენმა რწმენამ განგიმტკიცოთ იმედი და ბრძოლისუნარიანობა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საერთო ბრძოლის დროს, რომელიც მთელ მსოფლიოს ტანჯავს და არ ცნობს ეთნიკურ წარმომავლობას, რასას ან რელიგიას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მაიკ პომპეოს თქმით, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა მსოფლიო პანდემიისგან გათავისუფლდეს.