აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრის კომენტარი ღაზის სექტორის მისამართით ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სრულიად მიუღებელია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრის კომენტარი ღაზის სექტორის მისამართით ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სრულიად მიუღებელია

აშშ-ში აცხადებენ, რომ ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრის კომენტარი ღაზის სექტორის მისამართით ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ამ კონფლიქტის ყველა მხარემ თავი შეიკავოს სიძულვილის შემცველი რიტორიკისგან“, – განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული განცხადების გამო, შემდეგ მითითებამდე მთავრობის სხდომებში მონაწილეობა შეუჩერა.

რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა ისრაელმა ბირთვული იარაღი ღაზაში, ამიჩაი ელიაჰუმ უპასუხა: „ეს არის ერთი გზა“.