აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციის განცხადებით, ვაშინგტონის ტურნირის გაუქმება ამერიკის ღია პირველობის ჩატარებაზე არ იმოქმედებს
ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორია, გამოაცხადა, რომ ვაშინგტონის მამაკაცთა ტურნირის გაუქმება გავლენას ვერ მოახდენს „დიდი სლემის” ამერიკული ჩემპიონატის ჩატარებაზე.
ვაშინგტონის ტურნირი, რომლითაც 14 აგვისტოს უნდა განახლებულიყო მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი, საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და აშშ-ის რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გააუქმეს.
„ასოციაციაში ესმით ვაშინგტონის ტურნირის გაუქმების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს აშშ-ის ღიაზე და ნიუ იორკის ტურნირზე. ჩვენ შევქმნით უსაფრთხო გარემოს მოთამაშეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ამ ტურნირის ორგანიზებაში”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ნიუ იორკში „მასტერსი” 22 აგვისტოს უნდა დაიწყოს, აშშ-ის ღია პირველობა – 31 აგვისტოს.