ამერიკის შეერთებული შტატების მძლეოსნობის ფედერაციამ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, გაავრცელა განცხადება.
განცხადებაში წერია, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც თხოვნით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – გადადოს ზაფხულში დანიშნული ოლიმპიური თამაშები.
უფრო ადრე, ამგვარი მოთხოვნით გამოვიდნენ აშშ-ის ცურვის ფედერაცია და ნორვეგიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
2020 წლის ზაფხულის თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.