აშშ-ის მძლეოსნობის ფედერაცია ოლიმპიადის გადადებას ითხოვს

10:40, 22.03.2020

ამერიკის შეერთებული შტატების მძლეოსნობის ფედერაციამ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, გაავრცელა განცხადება.

განცხადებაში წერია, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც თხოვნით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – გადადოს ზაფხულში დანიშნული ოლიმპიური თამაშები.

უფრო ადრე, ამგვარი მოთხოვნით გამოვიდნენ აშშ-ის ცურვის ფედერაცია და ნორვეგიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

2020 წლის ზაფხულის თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

მსგავსი