აშშ-ის კონგრესმენებმა მოუწოდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - გადაიტანონ პეკინიდან 2022 წლის ზამთრის თამაშები #1TVSPORT
ამერიკელმა კონგრესმენებმა მოწოდებით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – გადაიტანონ პეკინიდან 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
როგორც გამოცემა The Texas Tribune იტყობინება, კანონმდებელთა ჯგუფმა, რომელთა შორის არიან რესპუბლიკელი მაიკლ მაკოლი და დემოკრატი გრეგორი მიქსი, შეიტანა რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ თუ „ჩინეთის მთავრობამ არ შეწყვიტა თავისი დანაშაულებრივი ქმედებები უგურიელი ხალხის წინააღმდეგ“, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა ჩამოართვას პეკინს ზამთრის თამაშების მასპინძლობის უფლება.
რეზოლუციაში წერია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აზრით, „ოლიმპიური ქარტიის პრინციპები სოლიდარობისა და არადისკრიმინაციის შესახებ, რთულად მოდის თანხვედრაში 2022 წლის ოლიმპიადის ჩატარებასთან ქვეყანაში, რომლის მთავრობას ბრალად ედება დანაშაული კაცობრიობის წინაშე და გენოციდი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ“.
ადრე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მოუწოდა ქვეყნების მეთაურებს – უარი თქვან პეკინის ოლიმპიადაზე დასწრებაზე.