აშშ-ის ღიას მონაწილე ბენუა პერს კორონავირუსი აქვს - კიდევ ოთხი ფრანგი ჩოგბურთელი იზოლირებულია
მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ბენუა პერი ვერ ითამაშებს ამერიკის ღია პირველობაზე.
ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, 31 წლის ჩოგბურთელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა და ახლა, სასტუმროს ნომერში იზოლაციაშია მოთავსებული. ის ნიუ იორკში 18 აგვისტოს ჩავიდა და მას შემდეგ, რამდენიმე უარყოფითი ტესტი ჩააბარა COVID-19-ზე შემოწმებისას.
გაზეთის ცნობით, პერთან კონტაქტების შემდეგ, ორგანიზატორებმა კარანტინში გაუშვეს ხუთი ფრანგი – მოთამაშეები რიშარ გასკე, ადრიან მანარინო, გრეგუარ ბარერი და ედუარდ როჟე-ვასელენი, აგრეთვე მწვრთნელი ნიკოლა კოპენი. მათ მიუთითეს, რომ არ უნდა დატოვონ ნიუ იორკის სასტუმროს ნომრები.
ამ ჩოგბურთელთა ტურნირში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვაზეა პასუხისმგებელი.
აშშ-ის ღიას პირველ წრეში ბენუა პერი უნდა შეხვედროდა პოლონელ კამილ მაიკჟაკს. ახლა, ფრანგს ძირითად ბადეში ესპანელი მარსელ გრანოლერსი შეცვლის.