აშშ-ის ღია დათქმულ ვადებში უნდა გაიმართოს
აშშ-ის ღია დათქმულ ვადებში უნდა გაიმართოს

ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) დაადასტურა, რომ ცინცინატის „მასტერსი“ და აშშ-ის ღია პირველობა დათქმულ ვადებში ჩატარდება.

„ასოციაცია კვლავაც მიყვება აშშ-ისა ღიასა და „მასტერსის“ ჩატარების ძველ გეგმას. ძველებურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი – ორივე ტურნირის მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ჩოგბურთის ასოციაციის აზრით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის მიხედვით, ნიუ იორკის შტატი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მასტერსის“ სტარტი 22 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული, აშშ-ის ღია კი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.