ალექსანდრ ზვერევმა ცინცინატის „მასტერსი“ მოიგო და რეიტინგში რაფაელ ნადალს გაუსწრო #1TVSPORT
ალექსანდრ ზვერევმა ცინცინატის „მასტერსი“ მოიგო და რეიტინგში რაფაელ ნადალს გაუსწრო #1TVSPORT

ცინცინატის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ტურნირის პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან მარცხის მიუხედავად, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და ახლა, 39-ე ადგილზე იმყოფება.

ცინცინატის „მასტერსი“ გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მოიგო, რომელმაც ფინალში 56 წუთში გაანადგურა რუსი ანდრეი რუბლიოვი – 6:2, 6:3. ეს გერმანელი ჩოგბურთელის პირველი ტურნირი იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ.

ცინცინატიში ტრიუმფის წყალობით, ზვერევმა კლასიფიკაციაში ესპანელ რაფაელ ნადალს გაუსწრო და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა.

მამაკაცთა რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 11 113

2(2). დანიილ მედვედევი (რუს) – 9 980

3(3). სტეფანოს ციციპასი (საბ) – 8 350

4(5). ალექსანდრ ზვერევი (გერ) – 8 240

5(4). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7 815

6(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 6 995

7(7). ანდრეი რუბლიოვი (რუს) – 6 400

8(8). მატეო ბერეტინი (იტა) – 5 533

9(9). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 4 125

10(10). დენის შაპოვალოვი (კან) – 3 580

დატოვე კომენტარი