ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის „მასტერსს“ უხერხულ მეტოქესთან შეხვედრით დაიწყებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის „მასტერსს“ უხერხულ მეტოქესთან შეხვედრით დაიწყებს #1TVSPORT

მომდევნო კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ცინცინატიში „მასტერსის“ სერიის ტურნირი იწყება. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა მსოფლიოს 29-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ეს არის რეიტინგის 72-ე ნომერი, ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი.

ქართველისა და ამერიკელის ურთიერთშეხვედრათა ისტორია ორ მატჩს მოიცავს. ისინი ორივეჯერ ამ სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში მაკდონალდმა მოიგო, თან ისე, რომ სეტი არ წაუგია: როტერდამის ტურნირზე (ჰარდი) – 6:3, 6:2 და როლან გაროსზე (გრუნტი) – 6:3, 6:1, 6:4.

უკვე ცნობილია, რომ ბასილაშვილსა და მაკდონალდს შორის მოგებული მეორე წრეში მესამე ნომრად განთესილ ესპანელს კარლოს ალკარასს შეხვდება.