აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ჯო ბაიდენს აცნობა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ხელისუფლების გადაბარების დაწყება შეუძლია
აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ჯო ბაიდენს აცნობა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ხელისუფლების გადაბარების დაწყება შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ სააგენტო მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ბაიდენის გუნდს შეუძლია, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს.

„ფოქსნიუსის“ ცნობით, ჯო ბაიდენის გუნდმა წერილი გენერალური სერვისების ხელმძღვანელისგან, ემილი მერფისგან მიიღო. მერფი წერილში აღნიშნავს, რომ მასზე თეთრი სახლის მხრიდან ზეწოლა არ განხორციელებულა.

„იცოდეთ, რომ მე ამ გადაწყვეტილებამდე დამოუკიდებლად მივედი, არსებული ფაქტებისა და კანონის გათვალისწინებით“, – წერს მერფი.

არჩეული პრეზიდენტის გუნდი გავრცელებულ ინფორმაციას მიესალმება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.