აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა

04:20, 15.12.2020
President-elect Joe Biden speaks, Saturday, Nov. 7, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Andrew Harnik, Pool)

President-elect Joe Biden speaks, Saturday, Nov. 7, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Andrew Harnik, Pool)

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბოლო შტატი, სადაც კენჭისყრა გაიმართა, კალიფორნია აღმოჩნდა, რომელიც 538-ხმიან ამომრჩეველთა კოლეგიაში 55 ხმით არის წარმოდგენილი. სწორედ კალიფორნიის წყალობით შეძლო ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის აუცილებელი 270 ხმისთვის გადაეჭარბებინა.

კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.

მსგავსი