აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ამერიკის გლობალურ პარტნიორებთან კავშირების აღდგენის შესახებ განაცხადა
აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ამერიკის გლობალურ პარტნიორებთან კავშირების აღდგენის შესახებ განაცხადა

ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის პირველ დღეს ამერიკის გლობალურ პარტნიორებთან კავშირების აღდგენის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ვიცი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელშიც მე დღეს შემოვედი, იგივე არ არის, რომელიც ოთხი წლის წინ დავტოვე. ბევრი რამ შეიცვალა. მსოფლიო შეიცვალა. დეპარტამენტი შეიცვალა. მსოფლიო ახლა ყურადღებით გვიყურებს. მათ სურთ, იცოდნენ, შეგვიძლია თუ არა ჩვენი ერის განკურნება და დავუთმობთ თუ არა განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან დიპლომატიას, ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევების გადასაჭრელად“, – ეს განცხადება ბლინკენმა თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომლებიც ახალ სახელმწიფო მდივანს ემოციებით შეხვდნენ.

უმთავრეს გამოწვევებად ბლინკენმა კორონავირუსის პანდემია, კლიმატის ცვლილება, გლობალური ეკონომიკა, დემოკრატიების მიმართ საფრთხეები, რასობრივი სამართლიანობისთვის ბრძოლა და უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მიმართ მოწინააღმდეგეების მხრიდან მომავალი საფრთხეები დაასახელა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველ ბრიფინგზე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ნავალნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ ღრმად შეშფოთებულია. როგორც ბლინკენმა განაცხადა, ნავალნის ხმა არის მრავალი რუსის ხმა, რომელსაც რომელსაც მოსმენა და არა წაყრუება სჭირდება.

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც ესაუბრა. ბლინკენმა საუბრისას ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციის მტკიცე დამოკიდებულებას ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებისა შესახებ. ამასთან, ისინი 2021 წლის პირველ ნახევარში ნატო-ს სამიტის დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.