არველაძეს ხელი არ ჩამოვართვი და ურთიერთობა დაგვეძაბა - „რეალთან“ გოლის გამტანმა უზბეკმა ქართველი მწვრთნელი გაიხსენა #1TVSPORT
მოლდოვურ ტელეკომპანია SPORT TV-თან ინტერვიუში „შერიფის“ ფორვარდმა, იასურ იახშიბოევმა გაიხსენა, რომ შოთა არევლაძესთან პრობლემები შეექმნა, როდესაც ის 2016-2020 წლებში ტაშკენტის „ფახტაკორში“ თამაშობდა, მაგრამ 2019 წლის შემდეგ იჯარით სხვა კლუბებში ასპარეზობდა.
უზბეკეთის ნაკრებს 24 წლის თავდამსხმელმა ამ თემაზე მას შემდეგ ილაპარაკა, როდესაც კითხვა დაუსვეს – „რა მოგივიდათ შოთა არველაძესთან?“.
„როცა შოთა არველაძე კლუბში მოვიდა, ჩემს თამაშებს უყურებდა და პირველ მატჩები მათამაშა, მაგრამ მერე რეზერვში გადამიყვანა. გაბრაზებულმა ხელი არ ჩამოვართვი და ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა. თავიდან ერთი თვე არ მათამაშებდა. მერე კი თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ მოუცია“, – გაიხსენა იასურ იახშიბოევმა.
თუმცა, არველაძე ორიგინალური არ იყო – „რეალთან“ გოლის მიუხედავად, იასურ იახშიბოევს უზბეკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვადიმ აბრამოვიც არასოდეს ენდობოდა და ხშირად არც იწვევდა, მაგრამ ყურადღება ესპანურ გრანდთან გოლის შემდეგ მიაქციეს.
იასურ იახშიბოევი უზბეკეთის ნაკრებს საქართველოსთან გორში გამართულ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. 24 წლის თავდამსხმელმა ტირასპოლის „შერიფში“ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ისიც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“, მაგრამ მას შემდეგ ტრავმისგან ვერ განიკურნა.