„შერიფის“ მთავარი მწვრთნელი - არ მეგონა, „საბურთალო“ ასეთი გუნდი თუ იქნებოდა
„შერიფის“ მთავარი მწვრთნელი - არ მეგონა, „საბურთალო“ ასეთი გუნდი თუ იქნებოდა

„შერიფის“ მთავარი მწვრთნელი ზორან ზეკიჩი „საბურთალოსთან“ წაგებით იმედგაცრუებული დარჩა და აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონთან ორი მატჩის ჯამში წაგება მისი შეცდომის შედეგი იყო.

„ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი შეუთამაშებელი იყო, რაც წაგების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ „საბურთალოს“ რეალური შესაძლებლობები ვერ შევაფასეთ – საქართველოს ჩემპიონის სამი თამაში ვნახეთ და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი გუნდი იქნებოდა. ამის ფონზე ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგ გუნდთან პირველი 10 წუთში შემდეგ მეორე შეხვედრაში ანგარიშით 0:3-ით დავწინაურდებოდით. ეს უკვე „საბურთალოს“ შეცდომა გახლდათ. თბილისელებს ეგონათ, რომ სუსტ გუნდს ხვდებოდნენ – ესაა ერთადერთი მიზეზი, თამაში ასე ცუდად რომ დაიწყეს. შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ეს წაგება ჩემი ბრალია. გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს ზორან ზეკიჩი.

„შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით თბილისელთა თავდამსხმელი, გიორგი კოხრეიძე გამოარჩია.

„ეს თავდამსხმელი ძალიან მომეწონა – კოხრეიძე საოცრად სწრაფია და ვერ შევაჩერეთ. მასთან თამაშის შემდეგ მივედი და ვუთხარი – სამწუხაროა, რომ ის მეორე მხარეს თამაშობდა. თუმცა, მისმა ფეხბურთმა სიამოვნება მომანიჭა. ნიჭიერი მოთამაშეა და მთავარია, არ გაჩერდეს“, – განაცხადა ზეკიჩმა.

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ზაგრების „დინამოს“ შეხვდება. 23 ივლისს შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, ხოლო 30 ივლისს განმეორებით მატჩს ზაგრები უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი