„არსენალმა“ მორგან როჯერსთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ გეგმავს „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის მორგან როჯერსის გაფორმებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
ინგლისის ჩემპიონმა შეთანხმებას მიაღწია 23 წლის ინგლისელთან კონტრაქტზე, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
ახლა, „არსენალი“ მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს „ასტონ ვილასთან“ ტრანსფერის თანხის თაობაზე. უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბირმინგემული კლუბი თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავს.