ლონდონის „არსენალი“ შეტევის გაძლიერებას ცდილობს და კრეატიულ ნახევარმცველს ეძებს. ასეთად კი კლუბის ხელმძღვანელები იულიან დრაქსლერს მიიჩნევენ, რომელსაც „პარი სენ ჟერმენში“ მუდმივი სათამაშო დრო არ აქვს.
გერმანელს პარიზელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და უკვე შეუძლია დაინტერესებულ გუნდებთან მილაპარაკების წარმოება.
დრაქსლერი „არსენალში“ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს თუ ლონდონელები მათი მთავარი სამიზნის, იულიან ბრანდტის გადაბირებას ვერ მოახერხებენ, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიას“ წევრია.