არმენ სარგსიანი პოლონეთის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და შვეიცარიის ელჩებს შეხვდა
არმენ სარგსიანი პოლონეთის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი პოლონეთის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და შვეიცარიის ელჩებს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა და ელჩებმა სომხეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

ელჩებმა იმედი გამოთქვეს, რომ კრიზისი კონსტიტუციური გზით დარეგულირდება და ამ პროცესში პრეზიდენტის როლს გაუსვეს ხაზი.