მიუნხენის „ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი არ გამორიცხავს, კარიერა წლევანდელი სეზონის შემდეგ დაასრულოს, თუმცა თავის მომავალში ჯერ დარწმუნებული არ არის.
„შესაძლოა, დავასრულო კარიერა წლევანდელი სეზონის შემდეგ. შეიძლება წინ რაღაც ახალი მელოდება. არც ის არის გამორიცხული, რომ კიდევ სამი წელი ვითამაშო “ბაიერნში”. ყველაფერი შესაძლებელია.
მომდევნო მატჩზე შორს არ ვიყურები. მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ვითამაშო უმაღლეს დონეზე და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო. რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს – არ ვიცი”, – მოჰყავს რობენის სიტყვები გამოცემა Bild-ს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შემდეგ, არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.