რობენმა ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
რობენმა ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა „გრონინგენის“ შემადგენლობაში. 36 წლის ფეხბურთელმა გერმანულ “არმინიასთან“ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა თავი. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

რობენი „გრონინგენის“ აღზრდილია და ბოლო გოლი ამ გუნდის შემადგენლობაში 2002 წლის 28 აპრილს გაიტანა.

„გრონინგენის“ გარდა, რობენს უთამაშია „ეინდჰოვენში“, „ჩელსიში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“. 2019 წელს, ნიდერლანდელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ 27 ივნისს ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და „გრონინგენთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.