არიენ რობენი კარიერის გაგრძელების ან დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს
არიენ რობენი კარიერის გაგრძელების ან დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს

ჰოლანდიელმა ვეტერანმა არიენ რობენმა, რომელიც მალე თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება თავისი მომავალი კარიერის შესახებ.

„ჩემს მომავალ კარიერასთან დაკავშირებით ერთ-ორ კვირაში ჩამოვყალიბდები“, – მოჰყავს რობენის სიტყვები მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივართა „ტვიტერს“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 30 ივნისს იწურება და მხარეებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მის გახანგრძლივებაზე.

35 წლის რობენმა გასულ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა „ბუნდესლიგაში“ და ოთხი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში.