არიენ რობენი ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს
არიენ რობენი ფორმის აღდგენას ვერ ახერხებს

ჭიანურდება ბარძაყის ტრავმის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველ არიენ რობენის აღდგენა, – წერს გაზეთი ბილდი (Bild). ჟურნალისტების ცნობით, ჰოლანდიელი ვეტერანი ყველა ღონეს ხმარობს ფორმის აღსადგენად.

„აბსოლუტურად ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ არც ისე კარგად მიდის საქმე“, – ამბობს რობენი. – „სამწუხაროდ, პრობლემა იმაშია, რომ ბოლომდე არ ვიცით, რა ხდება. ეს ძალიან რთულია. და ეს ძალიან მიცრუებს იმედებს. აკეთებ ყველაფერს, მაგრამ კარგი არაფერი ხდება. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ფორმა დავიბრუნო“.

რობენს ნოემბერის შემდეგ აქვს ბარძაყზე სერიოზული პრობლემები. თავისი ბოლო მატჩი მან ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკას (5:1) წინააღმდეგ ჩაატარა. სულ ამ სეზონში ჰოლანდიელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა, რასაც ორი საგოლე გადაცემა დაუმატა.

ოფიციალურად არის გამოცხადებული, რომ რობენი ბოლო სეზონს ატარებს ბაიერნში.