ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა კარიერა განაახლა.
36 წლის ფეხბურთელი „გრონინგენის“ შემადგენლობაში შეეცდება მინდორზე დაბრუნებას. ბოლო რამდენიმე კვირაა, რობენი ამ გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშობს, რათა მას მომავალ სეზონში დაეხმაროს.
სწორედ „გრონინგენში“ ჰქონდა რობენს დებიუტი პროფესიულ დონეზე. ეს 2000 წელს მოხდა. ამის შემდეგ, ის „ეინდჰოვენში“, „ჩელსიში“, „რეალ მადრიდსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა.
არიენ რობენმა 2019 წლის ზაფხულში გადაწყვიტა კარიერის დასრულება.