არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანეს #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკის ოთხმა ქვეყანამ – არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ ერთობლივი განაცხადი შეიტანეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
სამხრეთ ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დააბრუნებენ იქ, სადაც პირველად გათამაშდა მსოფლიო თასი, კერძოდ, ურუგვაიში.
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას 2024 წელს ფიფა-ს კონგრესზე აირჩევენ. ტურნირის ჩატარებაზე ასევე ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას ესპანეთი/პორტუგალია (სავარაუდოდ, მათ დაემატებათ უკრაინა), მაროკო, აგრეთვე საუდის არაბეთი/ეგვიპტე/საბერძნეთი.