არალეგალი მიგრანტებისგან დასაცავად, საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40 კმ სიგრძის გამყოფი ღობე ააშენა
არალეგალი მიგრანტებისგან დასაცავად, საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40 კმ სიგრძის გამყოფი ღობე ააშენა

საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40 კმ სიგრძის გამყოფი ღობე ააშენა, რომელიც სათვალთვალო სისტემითაა აღჭურვილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბერძნული მხარის განცხადებით, გამყოფმა ბარიერმა ქვეყანა არალეგალური მიგრაციისგან უნდა დაიცვას, რაც ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე გარდაუვალია.

საბერძნეთი მიგრაციული კრიზისის წინაშე 2015 წელსაც აღმოჩნდა, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მილიონობით ლტოლვილი თურქეთიდან ევროკავშირში მოხვედრას ცდილობდა. ამ კრიზისის შედეგად, ქვეყანაში 60 000-მდე მიგრანტი დარჩა.