არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ძალებმა დაიკავეს რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძები, არის მსხვერპლი ორივე მხარეს. ამგვარად, არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაცია „იღებს რუსული სმაშვიდობო მისიის მეთაურობის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“.

მათივე ცნობით, რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს 20 სექტემბრის 13:00 საათიდან.

განცხადებაში ასევე საუბარია არაღიარებული ყარაბღის ძალების სრული განიარაღების შესახებ.