იტალიიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ჭიდაობაში.
დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვიდნენ. ჩვენი ნაკრებიდან კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ორი ფალავანი ასპარეზობდა.
მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ფინალში გასასვლელად რუს ვიტალი კაბალოევს შეხვდა და სამწუხაროდ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ნუგზარი ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) კი ფინელ მარტინ სავოლაინენს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად იმარჯვა.
ქართველი ფინალში ხვალ რუმინელ მოჭიდავეს შეხვდება.