ანტონიუ გუტერეში - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი გლობალური ერთიანობაა საჭირო
ანტონიუ გუტერეში - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი გლობალური ერთიანობაა საჭირო

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტი გლობალური ერთიანობის საჭიროების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის გახსნისას განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება ვიდეოკონფრენციის რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, კორონავირუსზე რეაგირებისას გლობალური ერთიანობის სიმცირეა. გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, პანდემია უფრო მეტად გამანადგურებელი იქნება განვითარებად ქვეყნებში.

ანტონიუ გუტერეშმა ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუცვლელი ორგანო უწოდა და განაცხადა, რომ მას უფრო დიდი რესურსი სჭირდება განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.