ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ დაბრკოლებები უნდა მოიხსნას, რათა რამადანის თვეში ღაზაში ყველამ შეძლოს დახმარების მიღება
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ დაბრკოლებები უნდა მოიხსნას, რათა რამადანის თვეში ღაზაში ყველამ შეძლოს დახმარების მიღება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

გუტერეში ამბობს, რომ ყველა დაბრკოლება უნდა მოიხსნას, რათა რამადანის თვეში ყველამ შეძლოს დახმარების მიღება ანკლავში.

„რამადანის სულისკვეთებით მივმართავ ყველას, ვინც ჩართულია ამ კონფლიქტში, რომ დადონ იარაღი და დაუბრუნდნენ სამშვიდობო მაგიდას“, – ამბობს გუტერეში.

გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები.

„მე მოვუწოდებ პოლიტიკურ, რელიგიურ და თემის ლიდერებს ყველგან, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც მათ შესაძლებლობაშია, რათა ეს წმინდა პერიოდი თანაგრძნობის, მოქმედებისა და მშვიდობის პერიოდად აქციონ“, – განაცხადა გუტერეშმა.