„ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მიაჩნია, რომ ინგლისის პრემიერლიგის გათამაშება უნდა შეჩერებულიყო ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების მაღალი მაჩვენებლის გამო.
„კორონავირუსმა ინგლისში დაუჯერებელ დონეს მიაღწია. ვფიქრობ, საჭირო იყო ჩემპიონატის გაჩერება. ბევრი მწვრთნელი ცდილობდა ამავე აზრის გამოთქმას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
როცა შენს წინაშე კედელია, შეგიძლია იკამათო, ამტკიცო შენი პოზიცია და ილაპარაკო იმაზე, რაც გსურს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განაცხადა კონტემ.