ანტონ პლესნოის ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი
ანტონ პლესნოის ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი

ძალოსანი ანტონ პლესნოი უკრაინელი ლეგიონერია და უკვე ორი წელია საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ის დღეს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა (165, 169, 172) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, პლესნოიმ აკვრაში 195 კგ. დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 368 კგ-ით მეორე საპრიზო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ძალოსანათა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე უკვე ცხრა სხვადასხვა სინჯის მედალია. 

ტურნირზე კიდევ ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს –

26 ოქტომბერი 18:00 საათი – ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი 11:00 საათი – ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი 13:00 საათი – დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი 15:00 საათი – გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი 15:00 საათი – ბაქარ თურმანიძე +105 კგ.