ანრი ოხანაშვილი - IRI-ს რომ დავუჯეროთ, სააკაშვილის პირად ნოტარიუსად ქცეულ ბაქრაძეს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, კალაძეს ან კვირიკაშვილს
ანრი ოხანაშვილი - IRI-ს რომ დავუჯეროთ, სააკაშვილის პირად ნოტარიუსად ქცეულ ბაქრაძეს უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, კალაძეს ან კვირიკაშვილს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციას, ნამდვილად არ იწვევს ნდობას IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობის თუ მათი ადგილობრივი პარტნიორების მიერ ჩატარებული ე.წ. კვლევის შედეგები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ასეთი “კვლევების” პარადოქსულობასა და არასერიოზულობაზე, პირველ რიგში, მეტყველებენ საზოგადოებაში არსებული განწყობები და საარჩევნო შედეგები. მათი მონაცემები რომ დავიჯეროთ, თურმე მიშა სააკაშვილის პირად ნოტარიუსად ქცეულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს ან გიორგი კვირიკაშვილს. თურმე, „ქართული ოცნების“ რეიტინგი მხოლოდ ერთნახევარჯერ აღემატება სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. ამ მონაცემებს, საზოგადოება განსჯის, მაგრამ ყველაზე ცუდია ის, რომ ასეთი კვლევები, თავად მისი ჩამტარებელი, ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგს აზიანებს და ეს ნამდვილად არ შედის არავის, მათ შორის, არც ჩვენი და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები დღეს გამოქვეყნა.  კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების რეიტინგში დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობენ.