IRI – პოლიტიკოსების რეიტინგში დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობენ

12:10, 30.05.2018

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.

გამოკითხვაში ლიდერობენ შემდეგი პოლიტიკოსები:

დავით ბაქრაძე – დადებითი 53%, უარყოფითი 40%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.

გიორგი მარგველაშვილი – დადებითი 52%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 5%.

კახა კალაძე – დადებითი 50%, უარყოფითი 44%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 4%.

დავით სერგეენკო – დადებითი 49%, უარყოფითი 39%, არ მსმენია 5%, არ ვიცი 7%.

გიორგი კვირიკაშვილი – დადებითი 41%, უარყოფითი 52%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

მსგავსი