ანგელა მერკელი - გერმანია და იტალია თითქმის ყველა საკითხზე თანხმდებიან, გარდა ფეხბურთისა
გერმანია და იტალია თითქმის ყველა საკითხზე თანხმდებიან, გარდა ფეხბურთისა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაისთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგს, ვფიქრობ, შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს დიდი ორმხრივი პრობლემები, რომლებიც ცხარე განხილვას საჭიროებს, გარდა, რა თქმა უნდა, იმისა, თუ როგორ მიიწევენ წინ ჩვენი გუნდები ევროპის ჩემპიონატზე. აქ დარწმუნებული ვარ, ჩვენ განსხვავებული ემოციები გაქვს. ჩვენ ფეხბურთშიც კი რაღაცებზე ვთანხმდებით. ორივე ვთანხმდებით, რომ ბატონი გოსენსი ძალიან კარგი მოთამაშეა ბერგამოსთვის“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიისა და იტალიის ლიდერების შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მიგრაცია იყო.