ანგელა მერკელი გერმანელებს გამკაცრებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს
ანგელა მერკელი გერმანელებს გამკაცრებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანელებს კორონავირუსის გამო გამკაცრებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია ინფექციის მესამე ტალღის დასაძლევად.

„ეს არის რაღაც ახალი პანდემიის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასწრაფოდ აუცილებელია. ეს ემსახურება პანდემიის მესამე ტალღის შენელების, შეჩერებისა და საბოლოოდ უკუქცევის მიზანს“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა ვიდეომიმართვისას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში გერმანიის პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისას საგანგებო ზომების მიღების შესახებ კანონი დაამტკიცა. ახალი კანონით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გერმანიის მასშტაბით ერთიანი წესები ამოქმედდება.

გერმანიაში მოქმედი ახალი წესების თანახმად, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებიდან დაბრუნებულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი კარანტინი. გერმანიაში ორშაბათიდან აღარ შეუშვებენ ინდოეთიდან ჩასულ უცხოელებს.

დატოვე კომენტარი