ანგელა მერკელი - ბირთვული შეთანხმება ირანის ამბიციების შესაკავებლად არასაკმარისია
ანგელა მერკელი - ბირთვული შეთანხმება ირანის ამბიციების შესაკავებლად არასაკმარისია

ბირთვული შეთანხმება ირანის ამბიციების შესაკავებლად არასაკმარისია – ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, ბირთვული შეთანხმება ირანთან პირველი ნაბიჯი იყო, რაც საკმარისი არ არის.

„დასავლეთს აშფოთებს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მისი გავლენა სირიასა და ლიბანში. ვფიქრობ, რომ ევროპამ და აშშ-მა ამ საკითხზე ძალიან ცხადად უნდა ითანამშრომლონ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის თქმით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესარბილებლად საერთო გამოსავლის პოვნაა აუცილებელი.

ირანთან ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეთანხმებიდან გასვლით დაიმუქრა.