ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე - პანდემიაზე სუსტი რეაგირებისგან ყურადღების გადასატანად, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ადანაშაულებს
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საქმეს „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა – მოვლენები 2007 წელს განვითარდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან – პანდემიაზე სუსტი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად“, – აცხადებს კუბილიუსი.