ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე – პანდემიაზე სუსტი რეაგირებისგან ყურადღების გადასატანად, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ადანაშაულებს
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების საქმეს „ტვიტერში“ ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა – მოვლენები 2007 წელს განვითარდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს რეალური პრობლემებიდან – პანდემიაზე სუსტი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკიდან ყურადღების გადასატანად“, – აცხადებს კუბილიუსი.
Georgian authorities arrested 2 civil servants for “illegal land transfer to Azerbaijan”. Note – events in question took place back in 2007. Funny. Georgian Dream blames political opposition to divert attention from real problems – poor pandemic response & stalling economy.
— Andrius Kubilius (@KubiliusA) October 13, 2020