ანდრეი სიბიგა – ღამით კიევის მოსახლეობამ გაიგო, როგორ ჟღერს რუსული „ჰუმანიზმი” სინამდვილეში, მონობა და მლიქვნელობა ამ ომს ვერ შეაჩერებს, მისი შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია

10:10, 22.10.2026

კიევზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.

სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა სასტიკი იყო: „რუსეთმა ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა და დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, სამედიცინო დაწესებულებებს, სავაჭრო ცენტრებსა და საცხოვრებელ უბნებს“.

მისივე თქმით, დარტყმები უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა.

„ღამით კიევის მოსახლეობამ გაიგო, როგორ ჟღერს რუსული „ჰუმანიზმი” სინამდვილეში. სიმშვიდე, მონობა და მლიქვნელობა ამ ომს ვერ შეაჩერებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მსგავსი