სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა – „თქვენ ხშირად საუბრობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია, თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ“

18:28, 21.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა. ამის შესახებ უიტკოფმა 21 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ. გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

მსგავსი