რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა

09:23, 22.10.2026

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა მეტროს ინფრასტრუქტურა სამხრეთის ხიდთან.

ამასთან, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობა.

სვიატოშინის რაიონში თავდასხმის შედეგად შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული იერიშების სამიზნე დნიპროს რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლები და ბენზინგასამართი სადგური გახდა.

მსგავსი