ანჟეი დუდა - თეთრ სახლში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ
ანჟეი დუდა - თეთრ სახლში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ

თეთრ სახლში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი,- ამის შესახებ  პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ბაზისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ერთი წელი იქნება საჭირო.

დუდა აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკული ბაზის არსებობა პოლონეთის უსაფრთხოების გარანტია და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

„ვერ ვიხსენებ, რუსეთს ოდესმე გადაეწყვიტოს ისეთ ქვეყანაზე თავდასხმა, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული“,- აღნიშნა დუდამ. მისი თქმით ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლონეთმა საკუთარი არმია არ უნდა გააძლიეროს.

დღეისთვის პოლონეთში 3 500 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული .