ლოიდ ოსტინი - პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას, რათა დავიცვათ აშშ, ჩვენი სამხედროები და ინტერესები
ლოიდ ოსტინი - პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას, რათა დავიცვათ აშშ, ჩვენი სამხედროები და ინტერესები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აღშფოთებული და შეძრწუნებულია სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის გამო.

მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მუშაობდნენ.

„მე ვლოცულობ მამაცი ამერიკელებისთვის და მათი ოჯახებისთვის. მთელი თავდაცვის დეპარტამენტი გლოვობს მათ დაკარგვას“, – აცხადებს ოსტინი.

თავდაცვის მდივანმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ოსტინმა.